Notice

This multimedia story format uses video and audio footage. Please make sure your speakers are turned on.

Use the mouse wheel or the arrow keys on your keyboard to navigate between pages.

Swipe to navigate between pages.

Let's go

Wein

Logo https://reportageschule.pageflow.io/am-anfang-war-der-wein-11809

კავკასიაში მეღვინეობა დაახლოებით 6000 წლის წინ გამოიგონეს.

 ქართველები ღვინოს დღემდე ისე წურავენ, როგორც მათი წინაპრები და საკუთარი ტრენდი აქვთ. ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა:
ათი წლის წინ კრიზისის შემდეგ მეღვინეებს მოულოდნელად გადახედვა მოუწიათ.
Goto first page




ჩაი ჩინეთიდან მოდის, თამბქაქო ამერიკიდან, ამის შესახებ ყველას სმენია. ღვინის წარმომამვლობა კი ზოგჯერ თავად მეღვინეებსაც აოცებს: სამხრეთ კავკასია?სინამდვილეში არქეოლოგებმა ამ რეგიონში მსოფლიოში ყველაზე ადრეული ღვინის კულტურა აღმოაჩინეს: ქვევრებში.




Goto first page
ყურძნის ვაზები საქართველოდან მცირე აზიის გავლით ევროპაში უნდა გავრცელებულიყო, იქ ქართულ ღვინოს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა.

ეს საბჭოთა კავშირიდან მოდის, როცა ტკბილი, იაფი და მასიური ღვინო იწარმოებოდა. რამდენიმე წელია ვითარება განსხვავდება.

ქართული ღვინო ღვინის მოყვარულებისთვის „საიდუმლოდ“ რჩება და ევროპას თანდათან უფრო დიდი რაოდენობით მიეწოდება.
Goto first page






ყველაზე პოპულარულია წითელი საფერავი, ადგილობრივი ვაზის ჯიში. მის გემოს ბერლინელი ღვინის დილერები აღწერენ, როგორც ჯუთის კარტოფილის ტომარის, წიწასასა და კაკაოს ფხვნილს შორის. ასე რომ ძალიან განსაკუთრებული.


Goto first page








ასევე განსაკუთრებულია ღვინის წარმოების ტექნიკა. კახეთში, ქვეყნის ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონში, მას ჯერ კიდევ 6000 წლის წინათ აწარმოებდნენ. უზარმაზარ თიხის ქოთნებში, ქვევრში.






Goto first page




საბჭოთა კავშირის დროს უგულვებელყოფილმა ამ მეთოდმა ბოლო წლებში რენესანსი განიცადა. ერთ-ერთი, ვინც ამას კარგად ფლობს ვანო შიუკაშვილია.
მან ენოლოგია რაინალდ- პფალცში ისწავლა და ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის საწარმოს, კორპორაცია ქინძმარაულის მარნის სპეციალისტია.
Goto first page

ჩვენ აქ გვაქვს ქვევრის განყოფილება. ასევე აქვე გვაქვს ძველი საწნახელი, სადაც ყურძენს ყრიდნენ და ფეხებით წურავდნენ. ამას ახლაც ვიყენებთ, შემოდგომით დროდადრო, ყურძენს აქ ვაკეთებთ. როდესაც ყურძენი დაპრესილია, დაწურულია, ის ქვევრში ჩადის. ეს ქვევრია, ასე ვთქვათ, მიწაში ჩაფლული თიხის ჭურჭელი. ქვევრი ძალიან ძველია, რადგან თიხის მოპოვება და დამუშავება იოლი იყო. თეთრი ღვინის წარმოების ორი მეთოდი არსებობს: კლასიკური მეთოდი, რომელსაც აქ სიამოვნებით უწოდებენ ევროპულს და კახური მეთოდი. კახური მეთოდი ნიშნავს, მაჭარი ყურძნის კანთან კურკასთან - ერთად უნდა დაღვინდეს? კლასიკური მეთოდისგან განსხვავებით, როცა მხოლოდ მაჭარს აღვინებენ. როდესაც ბადაგი მზადდება, ქვევრებს ავსებენ და ლუქავენ. ასე დალუქული რჩება გაზაფხულამდე, მარტამდე, აპრილამდე.ღვინო საქართველოში ყველაფერს ნიშნავს. ღვინოს ყველანაირი დღესასწაულისთვის ან მწუხარების დროს იყენებენ, ასე რომ ღვინო ჩვენთვის საქართველოში შეუცვლელია. ოჯახური შეხვედრა ან უბრალოდ ვახშამი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page


რადგან ღვინო კანთან, კურკებთან ერთად მზადდება, ამიტომაა განსაკუთრებულად მუქი. მას ხშირად ნარინჯისფერ ღვინოსაც უწოდებენ ფერის გამო. ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ბოლო წლებში ის მოდაში შემოვიდა, რადგან ნატურალურია.

ყველანაირი დანამატის, თუნდაც საფუარის გარეშე ქვევრში მზადდება, ისევე როგორც 6000 წლის წინათ.
Goto first page








საქართველოში ღვინის ნატურალური ტრენდი განსკუთრებული საგანგებო სიტუაციიდან განვითარდა და ამან ქართველი მეღვინეები შეცვალა.
Goto first page

2005 წლიდან 2012 წლამდე რუსული ემბარგო მოქმედებდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია რუსეთში ვეღარ გადიოდა. ამ დროიდან, შვიდი წლის შემდეგ, შესამჩნევი გახდა, რომ ხარისხი მნიშვნელოვანია. კარგი ხარისხი უნდა იყოს, რომ ამით ღვინის ბაზარზე კონკურენცია შესაძლებელი გახდეს. მაშინ ხარისხი ძალიან გაიზარდა და ღვინის ევროპაში გაყიდვა დაიწყო. თანდათანობით დაიწყო ეს ყველაფერი და თანდათან უფრო მრავალფეროვანიც გახდა- ქართული ღვინოები გახდა მრავალფეროვანი და ცნობილი, კონკურენცია იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ხარისხიც იზრდება, ფასები იზრდება და ეს ყველაფერი პოზიტიური განვითარებაა, მე ვფიქრობ

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page





საქართველოში ღვინო პოლიტიკასთან კავშირშია. როცა ქვეყანა დიდ საბჭოთა გაერთიანმებას ეკუთვნოდა, წარმოება მაქსუმუმამდე გაიზარდა. ძირითადად ტკბილი მასიური ღვინო იწარმოებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლით მოთხოვნა დაეცა.
ბოლოს ემბარგომ ბევრი მეღვინე გატეხა. 128.000 ჰექტარი ვენახიდან დღეს ნახევარზე ცოტა დარჩა.
Goto first page



კრიზისიდან იდეები განვითარდა. მეღვინეების ახალგაზრდა თაობამ ღვინის წარმოების ძველი ტრადიცია ხელახლა აღმოაჩინა და თავიდან გაყიდვა დაიწყო. ეკონომიკის მარტივ პირობებში ბევრი პატარა საწარმო აღმოცენდა, მათი უმრავლესობა ოჯახურ გაერთიანებებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ღვინის მწარმოებელთა 79 პროცენტი საოჯახო ბიზნესია.
Goto first page






ისე როგორც ღვინის ბიზნესი ზურაბ შაქარშვილისგან. საწარმო კონდოლში, ახლოს ვენახებთან გზაზე, რომელიც კახეთზე გადის, ერთი წლის წინ ოჯახთან ერთად დაარსა. ეზოსა და სახლში ის და მამამისი ჯერ კიდევ მუშაობენ. აქ ჯერ კიდევ ზურას პაპა ამზადებდა ღვინოს დოქებში. ამით ზურა ამაყობს.
Goto first page
0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
თავის ღვინოს ზურა შარქაშვილი ტურისტების ჯგუფებზე ყიდის, რომლებიც მის ვენახებს სტუმრობენ. ასევე ყიდის თბილისის რესტორნებსა და ბარებში, ჯერჯერობით წელიწადში 2000-3000 ბოთლს. ზურა იმედოვნებს, რომ რაოდენობა გაიზრდება.
Goto first page

 





ნებისმიერ შემთხვევაში ღვინის მაღაზიები და ბარები თბილისში საკმარისადაა. ქალაქის ძველ ნაწილში ღვინის მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებითაა. ზოგიერთი მათგანი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
Goto first page
Goto first page
ვისაც ღვინო აინტერესებს მაისში თბილისში ჩადის. მეშვიდე წელია ამ თვეში მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ ტარდება. აქ ერთმანეთს მეღვინეები, ღვინის დილერები და ღვინის მოყვარულები ხვდებიან, იმისთვის რომ ახალი რთველი დაგემოვნონ. ღვინის ფესტივალი სპეციალურად მცირე მეწარმეებისთვის მოიფიქრეს, რომლებიც ქვევრის ღვინოს აწარმოებენ. ის ლიტერატურის მკვლევარმა სოლიკო ცაიშვილმა დაარსა.
Goto first page

პირველი ღვინის ფესტივალი 2010 წელს ჩავატარეთ. მაშინ მხოლოდ ათი ან თორმეტი მეღვინე იყო. ძალიან რთული იყო ჩენი ღვინის გაყიდვა. საბჭოთა კავშირის შემდეგ ადამიანების ისეთი მენტალობა ჰქონდათ, ისინი ფიქრობდნენ, ღვინის გაყიდვა მხოლოდ დიდი საწარმოდან შეიძლებოდა, სახლში დამზადებული ღვინოს დალევა კი მხოლოდ სახლში, ოჯახში იყო შესაძლებელი. ასე რომ, ხალხი საერთოდ არ ყიდულობდა. 2011/2012 წლამდე არცერთი კასრის ან ბოთლის გაყიდვა არ შეგვეძლო საქართველოში, მხოლოდ უცხოეთში ვყიდდით. ეს ნორმალური არ იყო. ამის გამო დავიწყეთ ღვინის ფესტივალისა და ბარის (Vino Underground, in Tiflis) გაკეთება, არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page









ღვინის ბარი "Vino Underground" სოლიკო ცაიშვილმა თბილისში მეგობრებთან ერთად გახსნა, რომ ხალხისთვის სახლში დამზადებული ქვევრის ღვინო გაეცნო. დღეს ის ნატურალური ღვინის-ბუმის დამფუძნებლად მიიჩნევა.
Goto first page

 




მისი ღვინისადმი სიყვარული ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს აღმოაჩინა, მაგრამ მეღვინე 40 წლის ასაკში გახდა. 2003 წელს კახეთში ვენახი იყიდა და  ქვევრით ექსპერიმენტი დაიწყო. მოკლე დროში მისი სამსახური ლიტერატურის პროფესორობა „ლურსმანზე დაკიდა.“ დღეს ის ღვინით ცხოვრობს. მაგრამ ქვევრის ღვინო მისთვის იმაზე მეტია, ვიდრე ბიზნესი.
Goto first page

ჩვენ ეს არა მხოლოდ წარმოებისთვის, არამედ სიყვარულით გავაკეთეთ. როცა თქვენ ღვინოს აკეთებთ, გრძნობთ, რომ ძალიან ძალიან ხანგრძლივი ტრადიიციის ნაწილი ხართ. იცი, რომ ამას პაპა, დიდი პაპა აკეთებდა და 2000 წელია ამ ისტორიაში. ეს კარგი შეგრძნებაა, მაგრამ ყოველთვის საჭიროა ექსპერიმენტები და არა მხოლოდ ტრადიციით კეთება. ქვევრით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, სრულიად განსხვავებული ექსპერიმენტები. ეს ასევე ძალიან საინტერესოა.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
საქართველოში განსაკუთრებული არის არის ის, როგორ კეთდება ღვინო, არამეს ასევე ვინ აკეთებს.

მეღვინეები, რომლებიც კახეთში ან თბილისში ღვინის ფესტივალზე ხვდებიან, ამაზე გატაცებით, ვნებით საუბრობენ ღვინოსა და თავიანთ ისტორიებზე, ტრადიციებსა და ცვლილებებზე, ასევე მომავალზე, ეს ყველაფერი 6000 წელია, ღვინოშია.
Goto first page






 
Goto first page
Goto first page








Auch südlich von Tiflis wird Wein angebaut. Hier hat die Geschichte des Weins ein deutsches Kapitel: Als Anfang des 19. Jahrhunderts in Süddeutschland eine Hungersnot ausbrach, wanderten Tausende von  Handwerkern und Weinbauern aus Württemberg in die Kaukasusregion ein und ließen sich rund um Tiflis nieder.
Goto first page








Assureti, ehemals Elisabethtal, ist ein solches Schwabendorf. Etwa 2000 Deutsche lebten hier früher. Für ihren Wein waren sie im ganzen Kaukasus bekannt. Nachdem Stalin 1941 alle Deutschen deportieren ließ, kehrten nur wenige zurück. Die letzten Nachfahren der Siedler sind vor mehr als zehn Jahren ausgewandert. Ihre Häuser verfallen.
Goto first page

Eines davon hat Manfred Tichonov restauriert. Seit 2003 wohnt er in Assureti. Er stammt aus Schwerin und kam vor zwanzig Jahren nach Georgien – eigentlich um in Tiflis einen Versandhandel aufzubauen.  Dann entdeckte er die deutschen Dörfer und entwickelte einen neuen Plan: Den Weinbau in Assureti wiederzubeleben.


Goto first page






Auf knapp einem Hektar kultiviert er eine besondere Rebsorte, die ohne ihn in schon Vergessenheit geraten wäre: die Schalltraube.
Goto first page
0:00
/
0:00
Start video now
Goto first page



Manfred Tichonov versteht sich als Hobby-Winzer. Kaufen kann man den Schallwein nur bei ihm im Laden in Assureti. Auf die Frage nach Export winkt er ab. Es kommen genug Touristen, die den Wein selbst transportieren, sagt er.
Goto first page
Scroll down to continue Swipe to continue
Swipe to continue