Hinweis

Für dieses multimediale Reportage-Format nutzen wir neben Texten und Fotos auch Audios und Videos. Daher sollten die Lautsprecher des Systems eingeschaltet sein.

Mit dem Mausrad oder den Pfeiltasten auf der Tastatur wird die jeweils nächste Kapitelseite aufgerufen.

Durch Wischen wird die jeweils nächste Kapitelseite aufgerufen.

Los geht's

Auf der anderen Seite - „სხვა მხარეს“

Logo https://reportageschule.pageflow.io/auf-der-anderen-seite-11808

1 Dialog David/ Nana

80 წელია დავით ვანიშვილი ევროპის ზღვარზე ქართულ სოფელში ცხოვრობს. წველიდა ძროხებს, ხნავდა მინდვრებს, ზრდიიდა ორ შვილს, სანამ მსოფლიო პოლიტიკა მის ბაღში შეიჭრა, საზღვარი დახაზა და მეტი წაართვა, ვიდრე მინდვრებია, მისი ქალიშვილი ნანა.
Zum Anfang

ნანა- „შიში იმის მაქვს, ამ მავთულხლართების, სულ ასე იყოს მეთქი, არასდროს აღარ
მოიხსნება-მეთქი.“
დავითი- „არავინ არ გვეხმარება, ცოდოები ვართ და საცოდავები ვართ, დავიხოცებით და
კატები შეგვჭამენ. აქ არავინ არ მოდის.“
ნანა-„აბა, გამარჯობა, როგორ გამოგიწოდო ხელი, აბა.“
დავითი- „ეს ჩემი სიცოცხლე.“
ნანა -„როგორა ხართ?“
დავითის მეუღლე- „აბა, როგორ ვიქნები ავადმყოფი ქალი. ამაღამ დარჩით, არ დარჩებით?“
დავითი- „როგორ დარჩებიან, აბა, სადა ვართ.“

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
ვანიშვილების ოჯახი ერთ კილომეტრიანმა მავთულხლართმა გაყო.
ჩახუტება, გადაკოცნა, ოჯახური დღესასწაულები წარსულში დარჩა. დავითი მეუღლესთან ერთად სამხეთ ოსეთში ცხოვრობს. მისი ქალიშვილი ნანა მეუღლესთან და ცხრა წლის ვაჟთან საქართველოში. ერთმანეთის ნახვა მხოლოდ მავთულის ღობესთან შეუძლიათ. ბოლოს ექვსი თვის წინ შეხვდნენ.
2008 წელს კავკასიაში ომის შემდეგ რუსმა და სამხეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი აღმართეს, რომელიც ქვეყნებს და ადამიანებს ამ დრომდე ჰყოფს.
Zum Anfang

ვანიშვილების ოჯახი ერთ კილომეტრიანმა მავთულხლართმა გაყო. ჩახუტება, გადაკოცნა, ოჯახური დღესასწაულები წარსულში დარჩა. დავითი მეუღლესთან ერთად სამხეთ ოსეთში ცხოვრობს. მისი ქალიშვილი ნანა მეუღლესთან და ცხრა წლის ვაჟთან საქართველოში. ერთმანეთის ნახვა მხოლოდ მავთულის ღობესთან შეუძლიათ. ბოლოს ექვსი თვის წინ შეხვდნენ.2008 წელს კავკასიაში ომის შემდეგ რუსმა და სამხეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი აღმართეს, რომელიც ქვეყნებს და ადამიანებს ამ დრომდე ჰყოფს.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

ვანიშვილების ოჯახი ერთ კილომეტრიანმა მავთულხლართმა გაყო. ჩახუტება, გადაკოცნა, ოჯახური დღესასწაულები წარსულში დარჩა. დავითი მეუღლესთან ერთად სამხეთ ოსეთში ცხოვრობს. მისი ქალიშვილი ნანა მეუღლესთან და ცხრა წლის ვაჟთან საქართველოში. ერთმანეთის ნახვა მხოლოდ მავთულის ღობესთან შეუძლიათ. ბოლოს ექვსი თვის წინ შეხვდნენ.2008 წელს კავკასიაში ომის შემდეგ რუსმა და სამხეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი აღმართეს, რომელიც ქვეყნებს და ადამიანებს ამ დრომდე ჰყოფს.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
2013 წელს ნანა ვანიშვილმა და მისმა მეუღლემ ექვსი დღე სამხეთ ოსეთში საპატიმროში გაატარეს.
ისინი დაკრძალვაზე მიდიოდნენ, როდესაც სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთეს. რუსმა სამხედროებმა ორივე დააპატიმრა. თითის ანაბეჭდები აიღეს, დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა.ნანა თავს დამნაშავედ გრძნობს.
პოლიციელებს მიჰყავთ საპირფარეშომდე.
 მას შემდეგ, რაც ნათესავებმა დიდი ოდენობით ჯარიმა გადაიხადეს, მას გაქცევის საშუალება მისცეს.
Zum Anfang
ნანას მამაც მოხვდა ცხინვალის საპატიმროში. სამხეთ ოსეთში თავისუფლად გადასვლა სურდა, სჭირდებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, რომელიც არასდროს მიუღია.

საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, უკან დაბრუნება სურდა, მაგრამ დაიჭრეს და დაიკარგა. რუსმა სამხედროებმა ის უკვე ორჯერ დააკავეს. ცხინვალში ძალით წაიყვანეს, ცემეს, ქუდი პირში ჩაუჩურთეს, დაკითხეს და გამოსასყიდი გადაახდევინეს.
Zum Anfang
ნანა და დავით ვანიშვილები სამ მიწას შორის, საქართველოს, სამხეთ ოსეთისა და რუსეთის მიძინებული კონფლიქტის მსხვერპლები არიან. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991 წლიდან რუსეთის მხარდაჭერით სამხეთ ოსეთი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. თვეების განმავლობაში ყველა მხრიდან პროვოკაციამ რვა აგვისტოს კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია. შემდეგ- ხუთი დღის განმავლობაში სისხლისღვრა, 158 ათასი გაძევებული ადამიანი, 850 გარდაცვლილი, აქედან ნახევარი მშვიდობიანი მოქალაქე.
Zum Anfang
ომის შემდეგ სამხეთ ოსეთის მხარდასაჭერად რუსეთმა სამხეთ ოსეთსა და საქართველოს შორის 390 კილომეტრის სიგრძის არაფორმალური საზღვარი გაავლო.

თანდათანობით რუსებმა უზრუნველყვეს და გამართეს მავთულხლართები, ღობეები და საგუშაგო პოსტები.მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დროის რუკამ- სამხრეთ ოსეთის ახალი რუკა არ არსებობს. ახალმა საზღვარმა გახლიჩა სახლები, მინდვრები, სოფლები.
Zum Anfang
An manchen Stellen deuten nur Gräben und Furchen eine Grenze an..
Zum Anfang
... ზოგჯერ ღობე შუაგულ მინდორში მთავრდება.
Zum Anfang
ორასზე მეტი საზღვრის აღმნიშნელი ბანერი მკაფიო ინსტრუქციას იძლევა: შესვლა აკრძალულია!
Zum Anfang
საკონტროლო პუნქტები, პატრულირება და 19 საველე ბანაკი საზღვრის გასწვრივ შიშს აღვივებს და დემონტრირებას უწევს იმას, რომ რეგიონს მალე არ დატოვებენ.
Zum Anfang
ამის მიუხედავად ადამიანები ისევ მიიპარებიან საზღვარზე, ქორწილისთვის, დაკრძალვისთვის.

მეგობრები ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეებს, გლეხები კი გარეკავენ საქონელს საკუთარ მინდვრებში საზღვრის მიღმა.

ნანა და დავით ვანიშვილების მსგავსად, ისინიც არც თუ ისე იშვიათად ხვდებიან მესაზღვრეების ხელში- 2016 წელს მათ 137 მოქალაქე დაიჭირეს.
Zum Anfang
საზღვარზე მცხოვრები ადამიანების ღირსეული მდგომარეობისთვის მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. გათავისუფლებისა და თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები უფრო ხმამაღლა ისმის. 2009 წლის შემდეგ კოორდინირებისთვის თვეში ერთხელ ერგნეთში ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ამ დრომდე შესამჩნევი პროგრესი არ არის, განსხვავებულია მათი ინტერესებიც დღის წესრიგის დადგენის დროსაც.
Zum Anfang
„საზღვარზე ცხოვრება ნიშნავს, მთავრობას პატივი უნდა სცე და იმას, რომ ადამიანებს აქვთ პასუხისმგებლობა. მთავრობამ მოქალაქეების უსაფრთოებაზე უნდა იზრუნოს. სამხრეთ ოსეთი ასრულებს თავის პირობას, ამავეს ვითხოვთ ქართული მხარისგანაც.“
Zum Anfang
„საბჭოთა კავშირის შემდეგაც რუსული პოლიტიკა გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ის, რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ერთმანეთი სძულს, რასაც რუსეთი მუდმივად ამტკიცებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთს სურს ამ ქვეყნებისგან ევრაზიული ნაწილი შექმნა. ამის გამო იცვლება საზღვარი მცირე ნაბიჯებით და ადგილობრივების ქონების ექსპროპრიაცია ხდება.
Zum Anfang
ეს არის ძლიერი ბრძოლა საქართველოსა და რუსეთს შორის, ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა. ამასობაში ევროკავშირმა სასაზღვრო ზოლთან, ვითარების ადგილზე შესასწავლად, მისია გამოგზავნა.
Zum Anfang

Eric Hoegg, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი

„აქ ჩვენი სადამკვირვებლო სამუშაოები ძალიან მნიშნელოვანია, ეს არის მანდატის ნაწილი. მთავარი პრობლემაა რეგიონში არსებული არასტაბილურობა. ჩვენ ასევე ვინტერესდებით დაზარალებულების საცხოვრებელი პირობები და ვუზრუნველყოფთ ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებისთვის. თუ ჩვენს მისიის განხორციელებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შევძლებდით, ჩვენს მიმართ გაგება გაიზრდებოდა. ის ფაქტი, რომ ჩვენ წვდომა არ გვაქვს, პრობლემაა. ჩვენი მანდატი ამბობს, ჩვენ სიტუაციას საქართველოში უნდა დავაკვირდეთ, მთელს საქართველოში, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის მიუხედავად, თავიდანვე არ გვქონდა ამის უფლება არცერთ სეპარატისტულ რეგიონში.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
იმის მიუხედავად რომ დავით ვანიშვილი რისკებს აცნობიერებს, ყოველ ღამით მავთულხლართებთან მიდის. რატომ? მას შია.
Zum Anfang
როგორც საქართველოს მოქალაქე, ის პენსიას საქართველოდან იღებს, 186 ლარს, დახლოებით 66 ევროს. თუმცა რუსეთის მიერ ფორმირებულ სამხრეთ ოსეთში ქართული ვალუტის გამოყენება არ შეუძლია.
ხანდახან ის მეზობლებს მოუხმობს, რომლებიც ღობის მეორე მხარეს არიან და მათგან ერთი ან ორი ლარის პურს ყიდულობს.
Zum Anfang
დავით ვანიშვილს ყველაზე მეტად ისევ დაპატიმრების ეშინია და იმის, რომ მისი მეუღლე მარტო დარჩება. რადგან ის ცუდადაა. მეუღლეს დავითი სჭირდება.
საკმარისი საკვები, პენსია და თავისუფლება- ესაა ყველაფერი, რასაც საქართველოში იღებენ.
Zum Anfang
„გაჯიუტდა,“ -ამბობს ნანა მამამისზე. „მეტისმეტად ჯიუტია, რომ წამოვიდეს და თავის სახლი დატოვოს, მაგრამ მშიდადაც არ არის, გამუდმებით თავის მომავალზე ფიქრობს.“
Zum Anfang
„ხშირად ვეუბნებოდი, უნდა წამოსულიყო, მაგრამ სახლის დატოვება არ უნდა, რომელიც თვითონ ააშენა. სხვაგვარად საკუთარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.“
Zum Anfang
პრობლემები სასაზღვრო რეგიონში. ასეთ დროს დავით ვანიშვილი და მისი ოჯახი მარტო არ არიან. მაგრამ ისინი ადამიანების ცხოვრებაზე სხვადასხვაგვარად აღიბეჭდებიან.

დამნაშავეებს ყოველთვის მიმდებარე სოფლებში არ ეძებენ.
Zum Anfang
Zum Anfang

- „როცა არ იყო ღობე უფრო ხშირად მივდიოდით, ვეხმარებოდით, ჩემი მეუღლე ეხმარებოდა თიბვაში, უფრო ხშირად მივდიოდით, ორი საათი მინდოდა აქედან იქამდე ფეხით. ორ საათში ავდიოდი დედა-მამასთან, ცოტა პატარა საქმეს ან ავიტანდი ან წამოვიღებდი, რაღცა თუ დამჭირდებოდა, ან მას თუ დასჭირდებოდა აქედან. ახლა კიევ თუ დავუძახებ. მარტოკინაა, ჩემი დაც ვლადიკავკაზშ ცხოვრობს. ნეტა მეთქი არ დაღამდეს, მარტოთა ვგრძნობ თავსა და ცრემლი მომდის ხოლმე, რავი ველოდები, იქნებ გაიხსნას გზა, ნეტა მაინც ის ღობე ნეტა იქეთ გადაიტანონთქო, რომ სახლში მაინც მივიდე, გავიდე-გამოვიდე მეთქი, ეს ღობე ცოტა იქით, რომ შეწიონ. ღმერთის იმედი მაქვს მაინც.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

- „პატარა ბილიკი მომცენ, გავიარო ცოტა, გორში წავიდე, თბილისში წავიდე, რომ არ დამიჭრონ, კაცო.“

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
Zum Anfang

"Das größte Problem hier ist Wasser. Es gibt nur ein Bohrloch. Der Verbrauch ist hoch, die Gebühren auch. Wenn jemand sein Auto wäscht, haben die restlichen Anwohner kein Wasser mehr.  Wir leben im 21. Jahrhundert und warten auf Regen, damit wir Wäsche waschen können."
Zum Anfang
"Seitdem das russische Militär hier ist, kann ich nicht mehr auf die andere Seite. Mein Bruder und meine Schwiegertochter sind gestorben. Ich konnte nicht zu ihrer Beerdigung in Südossetien gehen, weil ich die Grenze nicht überschreiten darf."
Zum Anfang
"Während des Kommunismus hatten wir
keine Probleme. Wir haben im Wohlstand
gelebt. Jetzt haben wir nichts mehr, kein
Wasser, keine Straßen. Für uns gibt es keine
Regierung, denn sie denkt nur an sich. Ich
bin traurig. So können wir doch nicht leben."
Zum Anfang
"Ich werde auf keinen Fall aufgeben. Ich bin ein Kämpfer, würde jederzeit für mein Land kämpfen und mir das Gebiet zurückholen. Meine Kühe laufen manchmal auf die andere Seite. An dieser Stelle sehen die Russen nicht alles. Aber ich lasse mich auch nicht einschränken und laufe über die Grenze."
Zum Anfang
Scrollen, um weiterzulesen Wischen, um weiterzulesen
Wischen, um Text einzublenden