Notice

This multimedia story format uses video and audio footage. Please make sure your speakers are turned on.

Use the mouse wheel or the arrow keys on your keyboard to navigate between pages.

Swipe to navigate between pages.

Let's go

სტალინი და საქართველო

Logo https://reportageschule.pageflow.io/die-ewig-gestrigen-11812/embed

Intro

საქართველოს ისტორია სავსეა მითებით და ლეგენდებით. 

იმის გამო, რომ  იოსებ სტალინი ქართველი იყო, საქართველოს დღემდე შემორჩა მითები სხვა გმირებზეც.
Goto first page

Gori

სავაჭრო ცენტრიდან იოსებ სტალინი თავის თანამოქალაქეებს უყურებს.  კაცი, რომელმაც 20 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბევრი ქართველი გაწირა. 
Goto first page
0:00
/
0:00
Start video now
Goto first page


 სტალინის კულტი გორში კულმინაციას 9 მაისს აღწევს.
ჰიტლერის გერმანიაზე გამარჯვების დღე ქალაქში, სადაც დიქტატორი დაიბადა, მისი მიმდევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
Goto first page

ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გორში ოთხასამდე  ადამიანი ჩამოვიდა.
მათი უმრავლესობა  კომუნისტია. 


Goto first page
სტალინი საქართველოში უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე რუსეთში.

კარნეგის მშვიდობის ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველების ნახევარი სტალინის მიმართ პოზიტიურადაა   განწყობილი.

მოსახლეობის ორი მესამედი
მას „ბრძენ ლიდერად“ მიიჩნევს.

Goto first page

ლაშა ბაქრაძე , ისტორიკოსი

სტალინი საქართველოში გმირად იქცა, მაგრამ მის უკან გარკვეული იდეოლოგია არ დგას. ასე ვთქვათ ჩვენი სოფლიდან იყო და ჩვენ კოლონია ვიყავით, მან კი შეძლო იმპერია დაემორჩილებინა. აჩვენა მათ რა მაგრები ვართ. ესაა სამყაროს და რასაკვირველია ისტორიის პრიმიტიული ხედვა.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
ლაშა ბაქრაძე კარნეგის ფონდის კვლევაში  მონაწილეობდა. ის ამბობს:

"ქართველები პატივს ცემენ სტალინს არა იმიტომ, რომ საბჭოეთის მბრძანებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ  მათიანი იყო,  მათი თანამემამულე იყო, ყველაზე ცნობილი ქართველი, რომელიც ამ ქვეყანამ წარმოშვა.
Goto first page
სტალინი პროპაგანდის ოსტატი იყო. მისმა უნარმა, ისტორიისგან შეექმნა მითები და ლეგენდები, ისტორიის შესახებ ქართველების გაგება ჩამოაყალიბა.

მითები და საგმირო ისტორიები შენარჩუნდა, ისტორიის უსიამოვნო ნაწილის დავიწყებას კი ცდილობენ.

ასეთია  ისტორიაც  ერთ-ერთ ქართველ ჯარისკაცზე, რომელმაც  1945 წელს ბერლინში საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე აიტანა.
Goto first page
სტალინს სურდა, ადამიანი, რომელმაც დროშა რაიხსტაგის თავზე აიტანა, მისი სამშობლოდან ყოფილიყო. ასეთი გმირი მელიტონ ქანთარია გახდა.  

დროთა განმავლობაში ბევრი ეჭვი გაჩნდა ამ სურათის რეალურობასთან დაკავშირებით.

გადაღებულ ფოტოზე, შესაძლოა არც იყო ასახული  დროშის პირველი ატანა და არსებობს ვერსია, რომ სცენა  ორი დღის შემდეგ  თავიდან დადგეს.

მაგრამ მითი ძლიერი იყო: მელიტონ ქანთარია იყო გმირი, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო.
Goto first page

Dschwali - ჯვარი

0:00
/
0:00
Start audio now
მელიტონ ქანთარიას შთამომავლები ისევ იმ სახლში ცხოვრობენ, სადაც ის გაიზარდა. როგორ უყურებენ დღეს ისინი დიდი ბიძის გმირობის მითს?


Goto first page
ბორის ქანთარია და ასმათი იმ სახლში ცხოვრობენ, სადაც მელიტონ ქანთარია გაიზარდა, ბორისის ბიძა.

Goto first page






ჟურნალისტების სტუმრობა მათთვის მოულოდნელი არ არის, საოჯახო ალბომი გამზადებულია.
Goto first page
0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
ბორისი ბიძამისზე ისე ყვება, თითქოს ის ჯერ კიდევ გამარჯვების ცოცხალი სიმბოლო იყოს. ქანთარიას საფლავზე ნახევარი ბოთლი ღვინო დგას.

ყოველთვის, როცა სოფლის მცხოვრებლებლებს საფლავზე ყვავილები მიაქვთ,   თითო ყლუპ ღვინოს სვამენ მის გასახსენებლად.

Goto first page
0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
ის, რომ დროთა განმავლობაში ფოტოს ნამდვილობა ეჭვს იწვევს და თავად ფოტოგრაფიც ამტკიცებდა, რომ ფოტოზე ქანთარია საერთოდ არ ჩანს,  მის შთამომავლებს  საერთოდ არ აინტერესებს.

მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დასასრულს ამ მითმა აქტუალობა დაკარგა.

ბორისითვის და ასმათისთვის მათი ბიძა გმირად რჩება.
Goto first page

Topografie des Terrors, 19 სლაიდი 3 თავი

სანამ ცრუ ლეგენდებს ავრცელებენ, სტალინის დანაშაულის მტკიცებულებები მცირდება.

წითელი ტერორის მემკვიდრეობას ისტორიკოსების მცირე ჯგუფი აარქივებს.
Goto first page

„ძალიან ბნელა.   უცნაური შეგრძნება მქონდა, პირველად აქ რომ მოვედი, სრულიად ჩაბნელებულ დერეფანში ვმუშაობდი და ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, აქ რა ხდებოდა ადრე. ეს ტუალეტია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ აქ იყო ციხის საკანი. რამის დანახვა შეუძლებელია, რადგან დროთა განმავლობაში გადაღებეს. თუმცა მიწისქვეშა სართულზე ჯერ კიდევ შესაძლებელია პატიმრების ამოკაწრული წარწერების ნახვა.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
საცხოვრებელი სახლი გამოიყურება ისე, როგორც სხვა დანარჩენი თბილისში:
დაფშხვნილი ბათქაში, დამპალი კარი, სადღაც ვიღაც ფორტეპიანოზე უკარავს.

1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის დროს, ეს სახლი კავკასიის საბჭოთა საიდუმლო სამსახურის - ჩეკას შტაბად იქცა.
Goto first page
შვიდი წლის წინ ისტორიკოსთა ჯგუფმა დანაშაულის შესწავლა დაიწყო.

ირაკლი ხვადაგიანმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ეს სახლი ჩეკას ყოფილი შტაბი იყო.
Goto first page
ერთ-ერთი ჩვეულებრივი წამების მეთოდი იყო, მიწიდან ორი სართულის ქვეშ მსხვერპლების საკანში ჩაკეტვა, საჭმელისა და სასმელის გარეშე.

ამას ერთი კვირის შემდეგ მოჰყვებოდა დაკითხვა მუქარით:  თუ არ აღიარებდა,  დაბრუნდებოდა საკანში.

პატიმრები ძირითადად ქალაქისგან მოშორებით მინდორში გაჰყავდათ, იმისთვის რომ სიკვდილით დაესაჯათ.

მაგრამ ასევე პატიმრობის შედეგად კვდებოდნენ სახლში ნომრით 22.
Goto first page

შემოსვლის დროს ფრთხილად იყავით.

ეს ყოფილი ციხის საკანია და დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა. როდესაც ჩვენ შიგნით შემოვედით, შეიძლებოდა ნამდვილი კედლის დანახვა.

პატიმრების დატოვებული ხუთი თუ ექვსი ნაწერი ვიპოვეთ, სახელები და თარიღები. ჩვენ მათი პერსონალური ინფორმაცია კგბ-ს არქივში მოვძებნეთ და მათგან ორი ჯერ კიდევ დაარქივებულია. ისინი დააპატიმრეს.
მათი ფოტო ვიპოვეთ, მაგრამ არ ვიცით, რა დაემართათ, რადგან ისინი შრომით-გამომასწორებელ ბანაკში გაგზავნეს და მათი კვალი დაიკარგა.
ეს ადგილი მოგვიანებით შეიცვალა, როგორც ახლა ხედავთ. ღრმად შეღწევა რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, მოგვიანებით ისტორიული და არქეოლოგიური შესწავლის შესაძლებლობა გვექნება.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
მას შემდეგ რაც 1934 წელს "ჩეკას" შტაბ- ბინა მთავარ ქუჩაზე გადავიდა, ეს სახლი ბიუროდ გადაიქცა.

1941 წელს ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც გერმანელ სამხედროებს გამოექცნენ.

საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, #22  სახლი დევნილებისთვის შეეთავაზებინა. ამის შემდეგ სახლში მობინადრეები გაჩნდნენ.

დაახლოებით ორმოცი ოჯახი ცხოვრობს ახლაც ბიუროს ყოფილ შენობაში, დაკითხვის ოთახებსა და საკნებში.
ბოლო სართულს ოჯახი უცხოელ ტურისტებზე აქირავებს.
Goto first page

ლაშა ბაქრაძე

ბავშვები ძალიან ცოტას იგებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა საბჭოთა დროს. ზოგ სკოლის წიგნში, ყოველ შემთხვევაში ასე იყო რამდენიმე წლის წინ, 1-2 გვერდი თუ იყო საბჭოთა ისტორიაზე. სტალინი და საბჭოთა დრო ნეგატიურად იყო წარმოდგენილი, მაგრამ რას ნიშნავს ტოტალიტარიზმი, როგორ ფუნქციონირებს ის - და ამის უამრავი ახსნა რომ არსებობს - სიტყვა არაა ნათქვამი.

0:00
/
0:00
Start video now
Goto first page
რამდენ ხანს შეეძლებათ ისტორიკოსებს მუშაობა ამ სახლში, ეს არ იციან. მფლობელებს სახლის დაშლა სურთ და მთავრობას ეს ამბავი არ აინტერესებს.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ სახლში გაიზარდა და აქ პრეზიდენტობამდე ცხოვრობდა, მან დოკუმენტური ფილმისთვის ისტორიკოსებთან ინტერვიუზე უარი თქვა.

Goto first page






ირაკლი ხვადაგიანი ინგოროყვას ქუჩაზე ყოველ ჯერზე  გავლის დროს, უყურებს დგას თუ არა სახლი ისევ.

Goto first page

გორი

0:00
/
0:00
Start video now
გორი

Open video

Goto first page
Goto first page
Scroll down to continue Swipe to continue
Swipe to continue