Hinweis

Für dieses multimediale Reportage-Format nutzen wir neben Texten und Fotos auch Audios und Videos. Daher sollten die Lautsprecher des Systems eingeschaltet sein.

Mit dem Mausrad oder den Pfeiltasten auf der Tastatur wird die jeweils nächste Kapitelseite aufgerufen.

Durch Wischen wird die jeweils nächste Kapitelseite aufgerufen.

Los geht's

თქვი, უბრალოდ -დიახ

Logo https://reportageschule.pageflow.io/rollederfraueningeorgien-11810/embed

საქართველოში ახალგზარდა ქალების უმრავლესობისთვის ქორწინება მშობლების სახლის დასატოვებლად ერთადეთი შესაძლებლობაა. ამის გამო მათი თითქმის ნახევარი 25 წლის შესრულებამდე ქორწინდება. შედარებისთვის: გერმანიაში ასეთი მხოლოდ შვიდი პროცენტია.
 რას ნიშნავს ახალგაზრდა ქალებისთვის ამ საზოგადოების დატოვება, როცა მათი გზა ასეა განსაზღვრული - საბავშვო ოთახიდან ღუმელამდე.
ოთხი ახალგაზრდა ქალი ყვება, როგორ უმკლავდებიან ამას.
Zum Anfang
თათო მინდორაშვილი (25) და მისი მეგობარი ლუკა ჯაფარიძე (28) ყოველ ღამით გრაფიტების დასახატავად გადიან.
 თათო ხელოვანი წყვილის ქალიშვილი და ოჯახის მეამბოხეა. „აკეთებს იმას, რაც სურს,“ ასე ახასიათებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მას ძმები და ბიძაშვილი. მისთვის ტრადიციები სულერთია,- ამბობს ბიძაშვილი.

მიუხედავად ამისა, ის მალე დაქორწინდება ლუკაზე, რადგან ლუკას ასე სურდა.
Zum Anfang
0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
ქეთი არახამიას შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. ის 23 წლის ადვოკატია და კარგ ანაზღაურებას იღებს. თუმცა ის დედასთან ცხოვრობს და ჯერ კიდევ არ ფიქრობს გათხოვებაზე.  არც მაშინ ფიქრობს, როცა გამუდმებით ამის შესახებ ეკითხებიან.
Zum Anfang

კითხვა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ხშირად სვამენ: -„როდის ქორწინდები?“ დიახ, ეს სულ ასეა, მაგრამ მთავარია, როგორ რეაგირებ ამაზე. მე ამ კითხვაში პრობლემას ვერ ვხედავ, მათ შეუძლიათ მკითხონ, რამდენჯერაც სურთ.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
სალომე ჟვანიამ (27) და ალა ფარონოვამ (26) საერთო საცხოვრებელი (WG) იქირავეს, მამაკაცების გარეშე. მათ ოჯახის წევრებს შოკი ჰქონდათ, როდესაც სალომეს და ალას გეგმები მოისმინეს. სალომეს მშობლების სახლში კონფლიქტი ისე გამწვავდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ოჯახის წევრებიდან მას არავინ არ ელაპარაკებოდა. როდესაც მეზობლები მის მშობლებს ეკითხებიან, რატომ აღარ მიდის დასაძინებლად სახლში სალომე, მშობლები იტყუებიან.
Zum Anfang

ჩემმა მშობლებმა ჩემი ამბავი შეცვალეს, მათ ჩემს შესახებ ლეგენდა მოიგონეს - უკიდურესი შემთხვევისთვის - თითქოს ჩემი მეგობრის მშობლები სამსახურის გამო ექვსი თვით ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად და მე ჩემს ორ სხვა მეგობართან ერთად მასთან ხშირად ვრჩები, რომ მარტო არ იყოს. ეს ლეგენდა საჭირო შემთხვევებისთვის აქვთ. ისინი არავის ეუბნებიან, რომ მათთან აღარ ვცხოვრობ.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
დედაქალაქში ერთმანეთს წინააღმდეგობები ეჯახება. კლუბური ცხოვრება ყვავის, თბილისსს ახალ ბერლინად იცნობენ:
ტექნო, ნარკოტიკები და ლგბტ თემის წევრები სცენაზე, სადაც ისინი და დემოები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ. ამავდროულად ახალგაზრდა თაობას ქორწინებას აიძულებენ. საიდან მოდის ეს?
Zum Anfang
0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

ზოგადად მარტო ცხოვრებას ბევრი ისურვებდა, მაგრამ ამისთვის მათი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ. ეს ეკონომიკური  საკითხია, რომელიც თუ შეიცვლება, ახალგაზრდა თაობისთვისაც შეიცვლება ბევრი რამ.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

გავლენას ახდენს განათლება, ოჯახური მდგომარეობა და ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები, ბევრი რამ მოქმედებს იმაზე, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და რას ვფიქრობთ.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

სავარაუდოდ, არსებობს პატრიარქალური წარმოდგენაც, რომ ქალი დამოუკიდებელი არ უნდა იყოს. ერთადერთი როლი, რომელიც ქალს შეუძლია, შეასრულოს არის დიასახლისობა და დედობა და თუ ის გათხოვილი არ არის, ვალდებულია ყურადღება ძმისშვილებს მიაქციოს. ეს არის საზოგადოების ტრადიციული სურათი.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
ეთნოლოგი ელკე კამი 16 წელია საქართველოში გენდერულ თანასწორობას იკვლევს. ის ამბობს: “საზოგადოებაში ღრმად არის ფესვგადგმული ძველი ცნებები. ეს შეეხება დიდი ოჯახის რეპუტაციას დეიდიდან ბიძამდე. რეპუტაციას საფრთე რომ არ დაემუქროს, ქალმა საზოგადოებაში გარკვეული წესები უნდა დაიცვას: არ უნდა მოწიოს, დალიოს, გამოიყურებოდეს ყოველთვის ლამაზად, მოკრძალებულად, მორიდებულად. ასევე დაუშვებელია ქალის მარტო ცხოვრება, რადგან მან შეიძლება ამ დროს მამაკაცები მიიღოს. „ოჯახის კონტროლმა“ კი განსაკუთრებით თავიდან უნდა აირიდოს ახალგაზრდა გოგონების ქალწულობის დაკარგვა ქორწინებამდე, ამაზეა დამოკიდებული ოჯახის ღირსება.
Zum Anfang
0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესია დიდი გავლენას ახდენდა.  საქართველოში შენდებოდა და შენდება ახალი ეკლესიები. მოსახლეობის 95 პროცენტი რწმენის ერთგულია. ელკე კამი დარმუწნებულია, ძველი ტრადიციები აქ ს უფრო ძლიერად, სწორედ ამიტომ შენარჩნუდა, ვიდრე სხვაგან.
„ყველა ოჯახს ჰყავს სულიერი მამა, რომლისთვისაც იმდენ ფულს გასცემენ, რომ მასთან ნებისმიერ ყოველდღიურ საკითხზე შეუძლიათ საუბარი. ღირებულებები, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავრცელებს, მოძველებულია. რა თქმა უნდა მათ შორის, ის რომ ქალი ქორწინებამდე „წმინდა“ უნდა იყოს.
Zum Anfang
ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტების ნახევაზე მეტი ქალია და ისინი უფრო ძლიერი წარმომადგენლები არიან, ვიდრე გერმანიაში. პროფესიული ცხოვრება სხვაგვარად გამოიყურება: მამაკაცებზე ბევრად ნაკლები ქალია დასაქმებული. ყველაზე დიდი სხვაობა 15- 34 წლის ასაკობრივ ჯგუფებს შორისაა, როდესაც ქალები ბავშვებს აჩენენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ორჯერ აღემატება. ქალების პროფესიული და სხვა სახის დისკრიმინაცია კანონით აკრძალულია.თუ ქალები შრომით ბაზარზე თანაბრად იქნებიან წარდგენილები, ეს მთელი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 11.3 პროცენტით გაიზრდებოდა. როგორ მომავალს ისურვებდნენ სალომე, ალა, თათო და ქეთი?
Zum Anfang

რაც შეეხება ჩემს წარმოდგენას- ათი წლის შემდეგ ჩემი მეორე მაგისტრატურა დასრულებული მექნება და დოქტორის წოდებასაც მივიღებ. სიამოვნებით ვასწავლიდი, ჩავატარებდი გაკვეთილებს და საერთაშორისო სამართლის მიმართულბით ჩემს გამოცდილებას გავუზიარებდი სხვებს. ამ ათი წლის განმავლობაში ასევე ვისურვებდი დაქორწინებას, ესეც შეიძლება იყოს ჩემი მიზანი და მინიმუმ ორი შვილის ყოლას ვისურვებდი. ასე წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ათ წელში.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang

მსურს  საქართველოში დავრჩე და რაღაც შევცვლო, შესაძლოა, საზღვარგარეთაც წავიდე და ვისწავლო, მაგრამ მე ჩემს მომავალს ვერ ვხედავ სხვა ქვეყანასა და საზოგადოებაში. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მიწევდა ბრძოლა ამ საზოგადოების წევრობისთვის და ცოდნა, რომელიც მე ახლა მაქვს, მინდა გავაზიარო. მნიშვნელოვანია, ამ ცოდნის ახალგაზრდა გოგონებისთვის გაზიარება. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

0:00
/
0:00
Video jetzt starten
Zum Anfang
ქმარი, შვილი, სამსახური- უკეთეს შემთხვევაში ყველაფერი ერთად და რაც მთავარია, ცოდნის გადაცემა, სწავლება, გაზიარება, ეს არის, რაც სალომეს, ალას, ქეთის და თათოს სურთ.  ელკე კამი ამბობს: „ქალი კულტურის გამავრცელებლად მიიჩნევა. ის არის ერთერთი, ვინც ქართულ ტრადიციებს აგრძელებს. მათი უმრავლესობა სწავლობს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები ამეცადინოს.
 ოთხი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ახლა  თავისუფლებით ტკბებიან, მოულოდნელად ისინი იმ სიღრმეში და როლებში შიძლება აღმოჩნდნენ, რომელსაც მათ ქართული საზოგადოება სთავაზობს. იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო.
Zum Anfang
ამ სურათისთვის ლუკას, თათოს შეყვარებულს, გამოფენაზე 3000 დოლარი შესთავაზეს. მან ნახატი არ გაყიდა. ეს პირველი სურათია, რომელიც თათოსთვის დახატა და მისი გაყიდვა არ შეეძლო.









Zum Anfang
Zum Anfang

Zum Anfang
Scrollen, um weiterzulesen Wischen, um weiterzulesen
Wischen, um Text einzublenden